მამარდაშვილი: "ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვალენსიას მაისურით 100 მატჩს ჩავატარებდი"

"100 ჩატარებული მატჩის შემდეგ, მადლობის გადახდა მინდოდა კლუბში მომუშავე ყველა ადამიანისთვის, რადგან მათ გარეშე ამ მაჩვენებელს ვერ მივაღწევდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვალენსიას მაისურით 100 მატჩს ჩავატარებდი.
ვერ გამოვარჩევ ერთ კონკრეტულ მატჩს, რადგან ყველა უნიკალური და მნიშვნელოვანია.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ვალენსია დიდი კლუბია და ამ გუნდის მაისურით 100 ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღება, ადვილი არ არის."








