This Is Anfield-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მეკარე განათხოვრების წესით თამაშობს ვალენსიაში - გუნდში, რომელიც პრიმერა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ბრიტანული გვერდი აღნიშნავს, რომ "ღამურების" მსგავსად, რეგრესი ქართველი გოლკიპერის თამაშშიც შეინიშნება.
"სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვალენსიას მსგავსად, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილიც არადამაჯერებლად თამაშობს. სევილიასთან შეხვედრაში გიორგიმ ბოლო წუთზე დაუშვა შეცდომა, რაც "ღამურებს" გაშვებული ბურთის ფასად დაუჯდათ. მისი ერთადერთი გამონათება იყო ხეტაფესთან მატჩში, რომელშიც ქართველმა გოლკიპერმა ორმაგი სეივი გააკეთა.
"ლოს ჩესის" მეკარის წინააღმდეგ არის სტატისტიკაც - მიმდინარე სეზონში მისი სეივების პროცენტული მაჩვენებელი არის 59.2-ზე, წინა 3 წელიწადში კი ეს მაჩვენებელი 70-ს ქვემოთ არ ჩამოსულა", - წერს ბრიტანული გამოცემა.