ტოტენჰემის ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა ერთმანეთს გიორგი მამარდაშვილი და კივინ კელეჰერი შეადარა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ქართველი გოლკიპერი თავის ირლანდიელ კოლეგას ბევრ კომპონენტში აღემატება. ამის გარდა, ყოფილმა ინგლისელმა კარის დარაჯმა ისიც აღნიშნა, რომ ლივერპულის ამჟამინდელი მეკარე ნიუკასლსაც კი ვერ გამოადგება.
"თუ ჰაუ თვლის, რომ პოუპის შეცვლას შეძლებს კელეჰერი, ის ძალიან ცდება. ჩვენ ვსაუბრობთ მეკარეზე, რომელიც ძალიან არასაიმედოდ თამაშობს. სწორედ ამ ფაქტის გამო გადაუხადა ლივერპულმა ვალენსიას 40 მილიონი და მამარდაშვილი გაიფორმა. ჩემი აზრით, ამის შესახებ საუბარიც არ ღირს, თუ ვინ არის უფრო მაღალი დონის კარის დარაჯი, გიორგი თუ კივინი.
ქართველი მეკარე თავის ირლანდიელ კოლეგასთან შედარებით სხვა დონეზეა", - განაცხადა ჰოტსპურის ყოფილმა მეკარემ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ღამურების" ლიდერი "წითლებს" შეუერთდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ წარიმართება ალისონ ბეკერისა და ირლანდიის ეროვნული გუნდის გოლკიპერის კარიერა.