Four Four Two-მ დაასახელა თანამედროვეობის 10 საუკეთესო მეკარე და აღნიშნულ სიაში გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა. ახალგაზრდა კარის დარაჯი მე-10 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლკიპერი გასულ ზაფხულს ლივერპულში გადავიდა, მაგრამ კიდევ 1 სეზონით ვალენსიაში დარჩა.
"მეკარეების უმეტესობა კარიერის პიკში 30 წლის ასაკიდან შედიან, თუმცა მამარდაშვილი თავის საუკეთესო თვისებებს უკვე ამჟღავნებს. საშიშიც კი არის იმაზე ფიქრი, თუ როგორი მეკარე იქნება გიორგი მომავალში. ლივერპულმა უკვე დაოსტატებული კარის დარაჯი გაიფორმა", - წერს ბრიტანული გამოცემა.
მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების სრული 10-ეული ასეთია:
1. ალისონ ბეკერი
2. ტიბო კურტუა
3. ედერსონ მორაესი
4. დავიდ რაია
5. მანუელ ნოიერი
6. ემილიანო მარტინესი
7. მაიკ მენიო
8. ჯანლუიჯი დონარუმა
9. უნაი სიმონი
10. გიორგი მამარდაშვილი