GiveMeSport-მა შეაჯამა 2024 წლის ტრანსფერები და პირველ ადგილზე გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლა დააყენა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლკიპერი იჯარით დარჩა ვალენსიაში, 2025 წელს კი ის "წითლებს" სრულფასოვნად შეუერთდება. კანადური გამოცემა ვარაუდობს, რომ მისი ტრანსფერი მერსისაიდელებისთვის შესაძლოა საუკუნის გარიგება გახდეს.
"მამარდაშვილი ჩვენს ჩამონათვალში ერთადერთი მეკარეა, თუმცა, ის პირველ ადგილზე იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა ის ყიდვის მერე ისევ ვალენსიაში გაანათხოვრა. ყველამ, ვინც გიორგი ევრო 2024-ზე მაინც იხილა, დარწმუნდებოდა, რომ მას ყველაფერი გააჩნია იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად იქცეს.
"წითლების" ამჟამინდელი მეკარე ალისონი უკვე 32 წლის გახლავთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლუბს მისი საიმედო შემცვლელი უკვე ჰყავს შერჩეული, თანაც ტრანსფერი იმ თანხის ნახევარი დაჯდა, რაც თავის დროზე მასში იქნა გადახდილი. 25 მილიონი ფუნტი ნამდვილად არაფერია ქართველი გოლკიპერის სანაცვლოდ.
მეტიც, თუკი მერსისაიდელების მომავალმა მეკარემ მასთად დაკავშირებული იმედები გაამართლა, ეს, შესაძლოა საუკუნის ტრანსფერად იქცეს", - წერს GiveMeSport-ი.
კრიშტიანუ რონალდუს პერსონის გარშემო საუბრები არ სრულდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული თავდამსხმელის ალბათ ყველაზე ცნობილი ქომაგი, პირს მორგანი, რომელმაც Daily Maily-ის ჟურნალისტთან, ოლივერ ჰოლტთან დიალოგში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჰოლტი - "კრიშტიანუ…
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: მანჩესტერ სიტი vs პარი სენ-ჟერმენი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქ…
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…
ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. "ვფიქრობ, მან სიტ…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…