გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე პერფომანსი ინგლისელ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ. შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალთან შეხვედრაში მან მოიგერია ვინი ჟუნიორის 11-მეტრიანი და საერთო ჯამში 8 სეივი გააკეთა. Anfield Watch-ი მიიჩნევს, რომ ქართველი გოლკიპერი ლივერპულში გადასასვლელად მზად არის.
"მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერი ბევრ კითხვას იწვევდა. დიახ, ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე, თუმცა მის პოზიციაზე მერსისაიდელებს ალისონი ჰყავთ. ისე ჩანდა, თითქოს გიორგისთვის მასთან კონკურენცია იყო არარეალური, მაგრამ ცოტა ხნის წინ, დავინახეთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.
ქართველმა მეკარემ დაამტკიცა, რომ ის "წითლებისთვის" მზად არის. მან ვინისიუსს აუღო პენალტი და მოუგო სანაძლეო, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდ მოთამაშეებთან ფსიქოლოგიურ ბრძოლაში შესასვლელად ის ასევე მზად არის", - წერს ინგლისური პრესა.