როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ლივერპულში გადავიდეს. ალისონ ბეკერის წასვლამდე, ახალგაზრდა მეკარე იჯარით ითამაშებს ბორნმუთში, შემდეგ კი შეუერთდება "წითლებს" - გეგმა ასეთია. ქართველი კარის დარაჯის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერ ლიგის რამდენიმე ვეტერანმა გააკეთა.
ტერი გიბსონი: "როგორც გავიგე, ლივერპული ალისონის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს. ვხვდები, თუ რატომ ჩქარობს კლუბი ასე. საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ბეკერი 1-2 წელში წავიდეს და თუ ეს მართლა მოხდა, "წითლები" მომზადებულები იქნებიან. გასაკვარი არ არის ის, თუ რატომ აქვთ მერსისაიდელებს ასეთი მძაფრი ინტერესი გიორგის მიმართ".
დენი მერფი: "მამარდაშვილის თამაში ვნახე ორჯერ და ორივე შემთხვევაში ის უბრალოდ საოცარი იყო. ჩეხეთის ნაკრებთან მან უბრალოდ დაუჯერებელი მატჩი ჩაატარა. გიორგი თავისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ თავდაჯერებულია. ცალკე გამოსარჩევი მისი ფიზიკური სიძლიერეც არის".
პოლ რობინსონი: "მამარდაშვილი ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარეა. განვლილ ევროპის ჩემპიონატზე მისი პოტენციალი სრულად ვიხილეთ. გიორგი თამაშობს ისე, როგორც თანამედროვე კარის დარაჯს შეეფერება. ის განსაკუთრებით ეფექტური დაბალი დარტყმების მოგერიების დროს არის".