ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ბენ ჯეიკობსმა ლივერპულის მეკარეების შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ალისონ ბეკერი არ დათმობს ძირითადი გოლკიპერის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი მამარდაშვილს სერიოზული ბრძოლა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კარის დარაჯი "წითლებს" ზაფხულში შეუერთება.
"ჩემი აზრით, ალისონი შეინარჩუნებს ლივერპულის პირველი ნომრის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ მამარდაშვილს თავისი ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს. "წითლებს" ერთ პოზიციაზე აწმყოსა და მომავლის მოთამაშეები აქამდეც ჰყოლიათ. საჭიროა ბალანსის პოვნა, იმისთვის, რომ გადაწყვეტილება არ იყოს ნაადრევი ან დაგვიანებული.
მერსისაიდელები აუცილებლად შეინარჩუნებენ ბეკერს, გიორგის კი თავიდან ადაპტაციის გავლა მოუწევს. რაც შეეხება კელეჰერს, ის ალბათ დატოვებს ენფილდს, რადგან მე-3 გოლკიპერის სტატუსს არ შეეგუება. კიუინს ძირითადში თამაში სურს", - განაცხადა ჯეიკობსმა.