UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი სასამართლომ 2018 წლის გაუპატიურების საქმეზე დამნაშავედ ცნო. ირლანდიური სასამართლო სისტემის წესების სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმე არ განიხილებოდა სისხლის სამართლის საკითხად და მხოლოდ სამოქალაქო კანონდარღვევად იქნა კლასიფიცირებული.
პროცესი, რომელიც 5 ნოემბერს დაიწყო, დღეს დასრულდა. 12 ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შედეგად, ყოფილი ირლანდიელი ჩემპიონი ვალდებულია დაშავებულ მხარეს კომპენსაციის სახით 257 000 დოლარი გადაუხადოს. საქმის კლასიფიკაციიდან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენი არ აისახება "ნოტორიუსის" ამერიკის ვიზის მიღების ან პოტენციური ასპარეზობის შესაძლებლობაზე.
36 წლის ყოფილი ჩემპიონი პროცესს ესწრებოდა ოჯახის წევრებთან ერთად და მან სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ მაკგრეგორი ოქტაგონში 2021 წლის შემდეგ არ გამოსულა. მისი ბოლო მეტოქე იყო დასტინ პორიე, რომელთანაც დამარცხდა.