შეგახსენებთ, "შავმა ლომმა" EPCR ჩელენჯ თასის მიმდინარე გათამაშებაში 3 მატჩი ჩაატარა. ქართულმა გუნდმა პირველ ტურში ტოპ 14-ის "ვანთან" მოგებით (22:19) ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, შემდეგ კი უელსურ "სკარლეტთან" და ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერს, "ავირონ ბაიონესთან" წააგო.
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას "შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" 19 იანვარს, სტუმრად გამართავს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.










