ლევერკუზენის ბაიერის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ ისაუბრა თავისი ყოფილი გუნდის, ლივერპულის შესახებ. შეგახსენებთ, საფეხბურთო კარიერის მანძილზე ყოფილი ესპანელი შუახაზელი მერსისაიდში 2004-2009 წლებში თამაშობდა. მან ჩაატარა 210 მატჩი და გაიტანა 19 ბურთი.
"ლივერპულთან კავშირი ყოველთვის მქონდა, მაქვს და მექნება. მქონდა თუ არა მოლაპარაკებები ამ გუნდთან? ამ კითხვაზე პასუხს დავტოვებ ღიას, რადგან ასეთი საკითხები კულისებს მიღმა რჩება. გუნდის გამოცვლა არ არის მარტივი, ლევერკუზენში დარჩენამდე, ძალიან ბევრი ვიფიქრე", - განაცხადა გერმანული გუნდის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ 42 წლის მწვრთნელმა ბაიერთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. ის ასევე ევროპა ლიგის ფინალში გავიდა. მისი გუნდი 51 მატჩის მანძილზე არ აგებდა.