ლივერპულის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
"ჩემი გუნდის შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ და სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის აქტიურ დაკვირვებებს ვაწარმოებთ.
მაგალითად, გუნდში მოვიყვანეთ მეკარე, რომელიც მალე შემოგვიერთდება. ვიგრძენი, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა მამარდაშვილი ზაფხულში იყიდა, ვალენსიაში იჯარის წესით თამაშობს და მერსესაიდელებს მომდევნო წლიდან შეუერთდება.