23 თებერვალს, ლიგა 1-ის ცენტრალურ დაპირისპირებაში პარის სენ-ჟერმენი ლიონის ოლიმპიკს ესტუმრება. დაიწყებენ თუ არა აღნიშნულ შეხვედრას ძირითადიდან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე, ჯერჯერობით უცნობია. რონელთა მხრიდან თამაშისთვის მზად არ არის ალექსანდერ ლაკაზეტი, რაც ქართველ ფორვარდს უხსნის გზას.
პაულო ფონსეკამ აღნიშნა, რომ ფრანგ თავდამსხმელს ჯერ კიდევ აწუხებს ტკივილები და ის გარისკვას არ აპირებს. რაც შეეხება პსჟ-ს შემტევს, ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის წინააღმდეგ შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ის ძირითადში კვლავ ვიხილოთ. ქართველმა ვინგერმა "მეკობრეებთან" გოლს + ასისტი მიითვალა.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პარიზული გუნდის თავდასხმაში კვლავ ვიხილავთ საქართველოს ნაკრების შვიდიანის, ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლას ტრიოს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში გამართული მატჩი მოიგეს "ლურჯ-წითლებმა", ანგარიშით 3:1 და "ლომების" მხრიდან ის ერთადერთი ბურთი სწორედ მეცის ექს-ფორვარდმა შეაგდო.