საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში, პარი სენ ჟერმენი ლანსს ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ მატჩში 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს — 36-ე წუთზე გოლი ნზოლამ გახსნა და შესვენებაზე ლანსი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის დებიუტში, 59-ე წუთზე რუიზმა გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე ბარკოლამ პარიზული კლუბი წინ გაიყვანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.
18 მატჩის შემდეგ პსჟ-ს 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში ლუის ენრიკეს გუნდი საკუთარ კედლებში რეიმსს მიიღებს, სადაც დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება.