გიორგი მიქაუტაძეს საოცარი პერიოდი უდგას - 23 წლის ფორვარდი 2023/24 სეზონის მეორე წრეს, ძალიან მაღალ დონეზე ატარებს, რაც მის სტატისტიკაშიც კარგად არის ასახული: 17 თამაში, 11 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემა. მიუხედავად მისი შედეგებისა, მეცი გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ქართველი ფორვარდი აიაქსიდან მეცში იანვარში დაბრუნდა, იჯარისა და გამოსყიდვის უფლებით. სეზონის ბოლოს, ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა სულ რაღაც €10 მილიონად შეუძლია, თუმცა თუ გუნდმა ლიგა 1-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა, დიდი ალბათობით, მიქაუტაძეს ზაფხულიდან ახალ კლუბში ვიხილავთ. ამ მომენტისთვის გიორგი აიაქსში დაბრუნებას არ განიხილავს.
რაც შეეხება დაინტერესებულ გუნდებს, მიქაუტაძეს
რენი, ლიონი და
მარსელი ყურადღებით აკვირდებიან.
ამ სიიდან ყველაზე დიდ ინტერესს რენი იჩენს, რომელიც ზაფხულში ახალი ცხრიანის დამატებას გეგმავს.
ლიონი გიორგისთვის საკმაოდ ნაცნობი გუნდია, რადგან 2007-დან 2015 წლამდე, ამ კლუბის აკადემიაში თამაშობდა. რაც შეეხება მარსელს, "Les Olympiens" ინტერესთა სფეროში ქართველი ფეხბურთელი დანამდვილებით არის, თუმცა გუნდი ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.