ლევან ჩოხელის მომავალი ბრძოლის გამართვის თარიღი და მეტოქის ვინაობა ცნობილია. 5 დეკემბერი, საუდის არაბეთი, რიადი - ივენთზე, სადაც მთავარ ჩხუბში ისრაელ ადესანია დაუპირისპირდება შარა მაგომედოვს, ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგე ისლამ დულატოვი იქნება. რა უნდა ვიცოდეთ ჩოხელის ოპონენტზე?
კარიერის სადებიუტო ბრძოლაში მარცხის შემდეგ, ჩეჩენმა სპორტსმენმა მოგვიანებით ზედიზედ 12 დაპირისპირებაში იმარჯვა. აღსანიშნავია ის, რომ "მფატრავს" წარსულში უკვე აქვს ქართველთან მოგების გამოცდილება: 2021-ის ივნისში, გელზენკირხენში ჩატარებულ ღონისძიებაზე მან გიორგი კანკავა გათიშა.
2024 წლის ოქტომბერში დულატოვმა იმარჯვა Dana White's Contender Series-ში, ერთი წლის შემდეგ კი UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში, ადამ ფიოჯიტთან, ასევე ნოკაუტით. ჩეჩენმა მებრძოლმა იმ საღამოს საუკეთესო პერფომანსის ბონუსიც აიღო. ზოგაგად, ის KO-თი მოგების მოყვარულია და ისლამის ანგარიშზე ასეთი 7 გამარჯვებაა.
საინტერესოა ისიც, რომ "მფატრავი" წარსულში მოდელად მუშაობდა. მას თანამშრომლობა ჰქონდა ისეთ მოდის სახლებთან, როგორიცაა Gucci, Lanvin, Tommy Hilfiger და Hugo Boss, ხოლო 2018 წელს Vogue-მა დულატოვი 10 საუკეთესო მამაკაც მოდელს შორის დაასახელა. ამის გარდა, მან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა Versace-სთან და აღნიშნული ბრენდის სახელით მოდის კვირეულში 6-ჯერ მიიღო მონაწილეობა.
ასევე, ისლამი პოზირებდა ისეთი ცნობილი ჟურნალებისთვის, როგორიცაა GQ და მრავალი სხვა. როგორც აღვნიშნეთ, ის არის ჩეჩნური წარმომამოვლობის, მაგრამ ცხოვრობს გერმანიაში და შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში სწორედ აღნიშნული ქვეყნის სახელით გამოდის.
















