სერია ა-ს 27-ე ტური საოცარი მატჩით გაიხსნა. სტადიო ოლიმპიკოზე ლაციო მილანს დაუხვდა. ამ შეხვედრაში მოედანზე ნამდვილი ომი ვიხილეთ, სადაც მთავარი არბიტრი მარკო დი ბელოც მონაწილეობას იღებდა.
იტალიის სამსაჯო კომიტეტმა დი ბელოსა და მისი გუნდის მუშაობა ძალიან ცუდად შეაფასა და მათთვის 1-თვიან დისკვალიფიკაციას განიხილავს.
სადავო მომენტები, რომლებიც დი ბელოს გუნდმა, სავარაუდოდ არასწორად განსაჯა:
- მენიოსა და კასტელანონის შეჯახება, როდესაც მილანის ფრანგი მეკარე წესებს აშკარად არღვევდა, თუმცა დი ბელოსა და ვიდეო მსაჯს ამ მომენტზე რეაქცია არ ჰქონია;
- ლუკა პელეგრინის მეორე ყვითელი ბარათი;
- რაფა ლეაოს გაუქმებული გოლი;
- მარუშიჩისა და გენდუზის წითელი ბარათები;
ეს მარკო დი ბელოსთვის პირველი დისკვალიფიკაცია არ იქნება. იტალიის სამსაჯო კომიტეტმა იტალიელი არბიტრი, ამ სეზონში უკვე დასაჯა, კერძოდ 27 აგვისტოს, იუვენტუსი-ბოლონიას მატჩის შემდეგ.