რამდენიმე წუთის წინ სასტუმრო “ჰუალინგში” საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა დასრულდა. 55-მა დლეგატმა ძალაოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახძე აირჩია. ლაშა ერთადერთი კანდიდატი იყო.
ამ დრომდე ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ხელმძღვანელობდა. კახიაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე თვეში ეწურებოდა და პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გამგეობას რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნის განცხადებით მიმართა.









