ლანდო ნორისი ნიდერლანდების გრან პრის გამარჯვებულია

მეორე ადგილზე მოქმედი ჩემპიონი რედ ბულიდან, მაქს ვერსტაპენი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ფერარის მონეგასკმა მრბოლელმა, შარლ ლეკლერმა დაიკავა.
15 რბოლის შემდეგ, ფორმულა 1-ის წლევანდელ სეზონს 295 ქულით მაქს ვერსტაპენი ლიდერობს, ხოლო 225 ქულით მეორე პოზიციას დღევანდელი ტრიუმფატორი, ლანდო ნორისი იკავებს.
სამეფო რბოლების მომდევნო გრან პრი ზუსტად 1 კვირაში, იტალიაში გაიმართება, რომელსაც მონცას სარბოლო ტრასა უმასპინძლებს.







