ლიონის ოლიმპიკის ყოფილმა მეკარემ, ნიკოლა პუდებუამ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის წინააღმდეგ მოახლოებულ მატჩში რონელთა ძირითადში უნდა იყოს არა ალექსანდერ ლაკაზეტი, არამედ ქართველი ფორვარდი.
"ლაკაზეტი თუ მიქაუტაძე? ამჟამინდელი ფორმიდან და ეფექტურობიდან გამომდინარე, მეორე ვარიანტს ვირჩევ, თანაც ულაპარაკოდ. ეს ბიჭი ყოველთვის კარგად თამაშობს და მოლოდინებს ამართლებს. ჟორჟის მსგავსი პერსპექტიული ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე არ უნდა რჩებოდეს", - განაცხადა ყოფილმა ფრანგმა გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, როგორც ალექსანდერმა, ისე ქართველმა თავდამსხმელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 13-13 გოლი გაიტანეს. ვეტერანმა ფრანგმა ფორვარდმა ეს მოახერხა 33 მატჩში, მეცის ყოფილმა შემტევმა კი 37-ში.