LaGazzetta.ge-ის ფენტეზი ლიგა დასრულდა. პრემიერ ლიგის სეზონის მსგავსად, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო ჩვენს ლიგაშიც, სადაც ბოლო ტურამდე რამდენიმე მენეჯერს ჰქონდა საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი.
ჩვენი ფენტეზის გამარჯვებული ბექა მარგველაშვილი გახდა, რომელმაც 2667 ქულა დააგროვა. მას ჩვენგან iPhone 16 Pro გადაეცა. რაც შეეხება მეორე ადგილზე გასულ ლუკა მღებრიშვილს, მენეჯერმა 2663 ქულა მოაგროვა და Apple Macbook Air 13-ით დასაჩუქრდა. და ბოლოს, მესამე ადგილი, სადაც ასპარეზობა დათო ალფაიძემ დაასრულა. მენეჯერმა 2660 ქულით დახურა წლევანდელი სეზონი, პრიზად კი Playstation 5 გადაეცა.
პირველი ადგილი - ბექა მარგველაშვილი
მეორე ადგილი - ლუკა მღებრიშვილი
მესამე ადგილი - დათო ალფაიძე







