ბარსელონას შემადგენლობაში ბრწყინავს ლამინ იამალი, რომელმაც უკვე მოასწრო რამდენიმე რეკორდის დამყარება. გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდა ესპანელ ვინგერს ლეო მესის ადარებენ. ევრო 2024-ის ტრიუმფატორ შემტევთან ერთად, გავიხსენოთ "ბლაუგრანას" სხვა აღზრდილებიც, რომლებსაც ლეგენდარულ არგენტინელ ფლეიმეიქერს ადარებდნენ.
გაი ასულინი (33 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - ტიაგო ალკანტარას აზრით, ლა მასიას ყველაზე ნიჭიერი აღზრდილი.
ამჟამინდელი მდგომარეობა - 2021 წლის შემდეგ, უგუნდოდ არის. ასულინის უკანასკნელი კლუბი სერია დ-ს ბინადარი კრემა იყო.
ხერარდ დეულოფეუ (30 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - ლა მასიას წევრი 9 წლის ასაკიდან, ბარსელონას მთავარ გუნდში 17 წლის ასაკიდან გამოჩნდა.
ამჟამინდელი მდგომარეობა - უდინეზეს ფეხბურთელი.
ჟან-მარი დონგუ (29 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირი ყველა ასაკობრივ გუნდში.
ამჟამინდელი მდგომარეობა - უკვე ერთი წელია, რაც უგუნდოდ არის. უკანასკნელი კლუბი: ოსაკა.
ჯოვანი დოს სანტოსი (35 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლის გადმობირებას ბრაზილიის ნაკრებიც ცდილობდა.
ამჟამინდელი მდგომარეობა - კარიერა დაასრულა 2021 წელს, მეხიკოს ამერიკაში.
ანსუ ფატი (21 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - იამალის გამოჩენამდე, ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ბარსელონას ისტორიაში.
ამჟამინდელი მდგომარეობა - ხანგრძლივი ტრავმებისა და იჯარების შემდეგ, "ბლაუგრანას" მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის.
ალენ ჰალილოვიჩი (28 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - ხორვატიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და გოლის ავტორი.
ამჟამინდელი მდგომარეობა - ფორტუნა სიტარდის ფეხბურთელი.
ბოიან კრკიჩი (34 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - 9-დან 17 წლამდე, ბარსელონას სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში 900-მდე გოლი გაიტანა.
ამჟამინდელი მდგომარეობა - კარიერა დაამთავრა 2023 წელს, ვისელ კობეში.
ტაკეფუსა კუბო (23 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - ბარსელონას აკადემიაში მივიდა 11 წლის ასაკში. სადებიუტო სეზონში 30 შეხვედრაში 74 გოლი გაიტანა.
ამჟამინდელი მდგომარეობა - რეალ სოსიედადის ფეხბურთელი.
ლი სინ ვუ (26 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - ბარსელონას 13 წლამდელების გუნდში 29 შეხვედრაში გაიტანა 39 გოლი, რითაც რეალური მესის რეკორდი მოხსნა.
ამჟამინდელი მდგომარეობა - ჩონბუკ ჰიუნდაი მოტორსის ფეხბურთელი.
მუნირ ელ-ჰადადი (29 წლის)
დასამახსოვრებელი მომენტი - 19 წლამდელთა უეფას ლიგის ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.
ამჟამინდელი მდგომარეობა - ლას-პალმასის ფეხბურთელი.