ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში, მადრიდის ატლეტიკომ საკუთარ მოედანზე ვილიარეალი მიიღო და ფრეს დასჯერდა.
მატჩის ანგარიში სტუმრებმა 29-ე წუთზე გახსნეს — თავი ხერარდ მორენომ გამოიჩინა და პირველი ტაიმი ვილიარეალის გამარჯვებით დასრულდა.
შესვენების შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, 58-ე წუთზე სამუელ ლინომ გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
21 მატჩის შემდეგ ატლეტიკოს 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ვილიარეალი 34 ქულით მე-5 პოზიციაზეა. მომდენო ტურში სიმეონეს გუნდი მალიორკას უმასპინძლებს.