ქართულ რაგბიში მიმიდინარე მოვლენები, ექსკლუზიური სიახლეები და ყველაფერი, სპორტის იმ სახეობის შესახებ, რომელსაც ქართველმა გულშემატკივარმა “ჩვენი თამაში” დაარქვა. La Gazzetta dello Sport Georgia-სა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი La Gazzetta dello Sport Georgia-სა და SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს.
სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში La Gazzetta dello Sport Georgia ქართული რაგბის, დიდი 10-ის, ასაკობრივი ნაკრებების, შვიდკაცა და შვიდქალა ნაკრებებისა თუ უფროსი ბორჯღალოსნების შესახებ, დეტალურ და ექსკლუზიურ ინფორმაციას მოგაწვდით. LaGazzetta.ge-ს აუდიტორია გაეცნობა სხვადასხვა რუბრიკასა და ინტერვიუს სარაგბო ოჯახის წარმომადგენლებთან.
La Gazzetta Georgia-ს პლატფორმებზე იხილავთ ვიდეო მედია პროდუქტს, ქართული რაგბის სპორტული მიღწევების, განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ.
მემორანდუმის შესახებ La Gazzetta dello Sport Georgia-სა და SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ ისაუბრეს:

ლაშა მაჭავარიანი: “La Gazzetta dello Sport Georgia სტრატეგიულ თანამშრომლობას აძლიერებს საქართველოს რაგბის კავშირთან. ქართულ სპორტში რაგბი საპატიო ადგილს იკავებს და ძალიან წარმატებულია. რაგბის კავშირისთვისაც მნიშვნელოვანია პარტნიორად ისეთი მედია ჰყავდეს, როგორიცაა La Gazzetta Georgia, რადგან, ჩვენ ვართ საერთაშორისო სპორტული მედია და ხიდი საერთაშორისო La Gazzetta Dello Sport-თან.
იოსებ ტყემალაძე: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ La Gazzetta dello Sport-ი საქართველოშია. დიდი ხანია ვამბობ, რომ ქართულ სპორტს სჭირდება პროფესიონალურად გაშუქება, ისე, როგორც ამას La Gazzetta dello Sport Georgia აწესებს.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და სარაგბო საზოგადოებას შორის.
მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე იღებს პასუხისმგებლობას, იზრუნოს ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და აუდიტორიის მოზიდვაზე.








