La Gazzetta dello Sport Georgia-ს და SMH Sports-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულშემატკივრებისთვის ზაფხულის ყველაზე ცხელი ტურნირის გახალისებას ემსახურებოდა, წარმატებით დასრულდა. ნებისმიერი გულშემატკივრისთვის ფეხბურთელების სტიკერების შეგროვება ბავშვობის ტკბილი მოგონება იყო, სტიკერების გამოწვევით კი ამ ემოციების გაღვიძება ვცადეთ და ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო და სახალისო პროექტი გამოვიდა.
სტიკერების გამოწვევაში ჯამში 5000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.
ევროპის ჩემპიონატის დაწყების პირველივე დღიდან, გულშემატკივრები ერთმანეთს ყოველდღიურად ეჯიბრებოდნენ სტიკრების შეგროვებაში. სტიკერები ერიცხებოდათ იმ მონაწილეებს, რომლებიც ქვიზში 5 კითხვიდან მინიმუმ 3 სწორ პასუხს აგროვებდნენ. სტიკერების გარდა სწორად შესრულებული ქვიზებით, მონაწილეები აგროვებდნენ ქულებს.
ჩვენი სტიკერების გამოწვევის გამარჯვებული ლუკა ბალდაველიძე გახდა, რომელიც მთავარ პრიზსს PlayStation 5 მიიღებს!
გამარჯებულის გარდა, საერთო ჩათვლაში საუკეთესო 25 მონაწილე შემდეგ პრიზებს მიიღებს:
2-6 ადგილი: საყვარელი გუნდის მაისური;
7-25 ადგილი: setantasports.com 6-თვიანი გამოწერა;
იხილეთ სრული ლიდერბორდი ბმულზე.