La Gazzetta dello Sport Georgia-ზე
პროგნოზების ლიგა იწყება! ეს იქნება სპორტული გათამაშება, სადაც მონაწილეები გააკეთებენ პროგნოზებს წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე. მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
წესები და პირობები:
პროგნოზების ლიგაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს, რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმაზე. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ გააკეთონ პროგნოზები აპლიკაციაში გამოტანილ სპორტულ მოვლენებზე. თითოეული ტურის ფარგლებში შეიქმნება აპლიკაცია, რომელშიც იქნება მითითებული 5 დან 20 შეკითხვამდე კონკრეტულ სპორტულ ღონისძიებებზე. თითოეულ შეკითხვაზე იქნება ორი ან მეტი სავარაუდო პასუხი.
- მონაწილეები ავსებენ თავიანთ პროგნოზებს აპლიკაციაში მოცემული მატჩებისა და კითხვების საფუძველზე;
- თითო გამოცნობილი პროგნოზი არის ლიდერბორდის 1 ქულა;
- ყველაზე მეტი ქულის დამგროვებელი მომხმარებლები დასაჩუქრდებიან პრიზებით;
- პირველი ადგილი - შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური;
- 2-5 ადგილები - Setanta Sports ის 3 თვიანი გამოწერის კოდი;
- თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც უფრო ადრე გააკეთებს პროგნოზს.
პირველი ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2024 წლის 30 ნოემბერს 16:00-ზე. დეტალური ინფორმაციის ხილვა მითითებულ
ბმულზეა შესაძლებელი.