ნაპოლის დირექტორმა, ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა. იტალიური გუნდის ფუნქციონერი მიიჩნევს, რომ ქართველ ფორვარდთან კონტრაქტის გახანგრძლივება საჩქარო არ არის. შეგახსენებთ, რომ მისი მოქმედი ხელშეკრულება "პარტენოპეისთან" 2027 წლამდე არის გათვლილი.
"კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება? - საჩქარო არაფერია. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე არის გათვლილი. წინ დიდი დროა, ჩვენ ამ საკითხზე საუბარი ხვიჩასთან უკვე დავიწყეთ. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო თვეების განმავლობაში", - განაცხადა სამხრეთელთა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევის სახელს გასულ ზაფხულს პარის სენ-ჟერმენს უკავშირებდნენ, თუმცა ის "აძურიში" დარჩა. მისი ტრანსფერი დაბლოკა ანტონიო კონტემ, რომლისთვისაც მარადონას ბინადართა ლიდერი ახალი პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის. აქვე დავამატებთ, აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ ნაპოლის ფანებმა სწორედ 23 წლის ფორვარდი აირჩიეს.