ცნობილმა ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მაროლდამ ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მხარეები ცდილობენ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია ახალი. იტალიელი ჟურნალისტი შეეხო ვიქტორ ოსიმენის შემთხვევასაც, როდესაც მისი სარფიანად გაყიდვა ვერ მოხერხდა.
"ნაპოლის შემოთავაზება იყო ასეთი - კვარაცხელიას ყოველწლიური შემოსავალი გაიზრდებოდა ექვს მილიონ ევრომდე, რაც გონიერი და ლოგიკური იქნებოდა. შესაძლოა, სხვა კლუბები ხვიჩას უკეთეს პირობებს სთავაზობენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნერეშის სახით, მისი ალტერნატივა "პარტენოპეის" უკვე ჰყავს.
სამხრეთელები ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა არ გაიმეორონ ის, რაც ოსიმენის შემთხვეაში მოხდა", - განაცხადა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელ ფორვარდს "აძურის" დატოვება სურდა, მაგრამ კლუბმა ვერ იპოვა მსურველი, რომელიც დასახელებულ თანხას გადაიხდიდა. ამის შედეგად, ნაპოლის შემტევი იჯარით გალათასარაიში წავიდა.