ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ მონცასთან შეხვედრა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ მისმა გუნდმა ანგარიშით 4:2 იმარჯვა. მოედანზე იმყოფებოდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც სანაკრებო შესვენების შემდეგ, "პარტენოპეიში" პირველი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, პიოტრ ჟიელინსკის გოლი სწორედ ქართველი ვინგერის ასისტის შემდეგ გავიდა.
"კვარაცხელია და ნგონგე ტრავმის შემდეგ, სულ ახლახანს, დაგვიბრუნდნენ. არ ვიცოდი, რამდენ ხანს შეძლებდნენ ისინი თამაშს, ამიტომ მათი გამოყენება თამაშს დასაწყისშივე გადავწყვიტე და არა შეცვლაზე. ორივემ კარგად ითამაშა და ზოგადად, ნაპოლის შემტევების მუშაობით კმაყოფილი დავრჩი. დამსახურებულად მოვიგეთ.
ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება? - ეს არის ძალიან რთული, თუმცა რეალური ამოცანა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვა გუნდებზეც, რამდენად დაკარგავენ ქულებს. ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმის გაკეთებას", - განაცხადა იტალიელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, "პარტენოპეი" 48 ქულით ამჟამად არის მე-7 პოზიციაზე.