ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ, სერია ა-ს მოახლოებული სეზონის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა აღნიშნა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი კვლავ მილანის ინტერი იქნება. ამის გარდა, ყოფილმა იტალიელმა უკანახაზელმა ნაპოლიც ახსენა. შეგახსენებთ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ "პარტენოპეიში" გადმოვიდეს რომელუ ლუკაკუ, პარის სენ-ჟერმენში კი ვიქტორ ოსიმენი წავიდეს.
"სერია ა-ს მომდევნო სეზონში ყველა გუნდი ინტერის წინააღმდეგ იქნება. ამ გუნდთან კონკურენცია არ არის მარტივი, რადგან საჩემპიონო შემადგენლობა არ შეცვლილა. რაც შეეხება ნაპოლის, მათ ჰყავთ კვარა, რომელიც უძლიერესი მოთამაშეა. მისი თამაში გასულ სეზონში დეტალურად შევისწავლე და მინდა აღვნიშნო, ხვიჩა "პარტენოპეისთვის" დიდი ძალაა.
ოსიმენი? - ის ბურთს ეხება ორჯერ, მესამე შეხებით კი გოლი გააქვს. მას მომენტის დასაგვირგვინებლად ლუკაკუზე ნაკლები დრო სჭირდება. რაც შეეხება კონტეს, მან იცის, თუ როგორ უნდა შექმნას ახალი, კონკურენტუნარიანი გუნდი", - განაცხადა "აძურის" ყოფილმა უკანახაზელმა.