ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და ასტონ ვილას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ბირმინგემელები დაწინაურდნენ, თუმცა პსჟ გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა.
ულამაზესი გოლი ჯერ დეზირე დუემ გაიტანა, შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიამ. მატჩს წერტილი ნუნო მენდეშმა დაუსვა.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ინგლისში ზუსტად ერთ კვირაში შედგება.