საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი პსჟ-სა და ანჟეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით გაიტანა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა.
ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი პირველი პარიზული ტიტული მოიპოვა. 28 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 74 ქულა აქვს და ცხრილს წაუგებლად ლიდერობს.
ლიგა 1-ს მოგების გარდა, მიმდინარე სეზონში ლუის ენრიკეს გუნდს საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია.