მილანის ინტერის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დანიელე ადანიმ ნაპოლის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად მოუწევს ორმაგად შრომა, რადგან დავიდ ნერეში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
"სეზონის დაწყებიდან გავიდა დიდი დრო, თუმცა კვარაცხელიამ დღემდე ვერ აუღო ალღო კონტეს მითითებს. მას ჰქონდა როგორც აღმავლობა, ისე დაღმასვლაც. ნაპოლიში კონკურენცია იზრდება და ხვიჩას გუნდში ადგილის დასაბრუნებლად ორმაგად შრომა მოუწევს. ეს არ იქნება მარტივი, რადგან ქართველი ვინგერის კონკურენტი ნერეშია.
დავიდმა გაამართლა ანტონიოს იმედები და შესაბამისად ის კიდევ უფრო მონდომებული იქნება. საინტერესოა, ვის დარჩება ადგილი სასტარტოში სამხრეთულ კლუბში", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა უკანახაზელმა.