საფრანგეთის თასის ფინალში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და რეიმსს შორის, პარიზელთა მარტივი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ყველაფერი პირველივე ტაიმში დაასრულა და ყველა გოლი პირველ ნახევარში გაიტანა. დუბლი ბარკოლამ შეასრულა, ერთი გოლი ჰაკიმის ანგარიშზეა.
პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, თავის ტკივილის გამო, შემადგენლობიდან ამოვარდა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ და კვარამ მორიგი ტიტული მოიგეს, საფრანგეთის თასს დაეუფლნენ და ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც შეეცდებიან, სადაც მათი მეტოქე ინტერია.








