ფაბიო კარესამ ნაპოლის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ჟურნალისტის აზრით, გუნდმა უნდა გაყიდოს სამი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია, ლეონარდო სპინაცოლა და ჯაკომო რასპადორი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაახანგრძლივებს თუ არა ქართველი ვინგერი "პარტენოპეისთან" მოქმედ კონტრაქტს.
"ნაპოლიდან სამ ფეხბურთელს გავუშვებდი. თუ კვარაცხელია არ გაახანგრძლივებს ამჟამინდელ კონტრაქტს, მას იანვარშივე გავყიდდი. მის ნაცვლად სამ ახალ მოთამაშეს დავიმატებდი. ასევე გავუშვებდი სპინაცოლას, რადგან "პარტენოპეის" სულ სხვა ხასიათის მქონე შემსრულებელი სჭირდება. ფაქტია, ლეონარდო "სამხრეთელებს" ვერ შეეწყო.
"აძურიში" არც რასპადორის დავტოვებდი. როგორც ვხედავთ, კონტე მას არც ენდობა. გუნდს ლუკაკუს სტილის კიდევ ერთი თავდამსხმელი უფრო გამოადგებოდა", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა მარადონას ბინადრების შესახებ.