მილანის ყოფილმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ ნაპოლის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა დამრიგებელმა გამოარჩია "პარტენოპეის" ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია და აღნიშნა, თუ როგორი საჭირო მოთამაშე არის ის.
"როდესაც კვარაცხელიამ გაუტანა იუვენტუსს, ისე ვიყვირე რომ მეუღლე შევაშინე. ვის გამოვარჩევდი დღევანდელი ნაპოლიდან? დავასახელებ ორ მოთამაშეს - ხვიჩას და ლობოტკას. გახსოვთ "პარტენოპეის" მოგება ტურინელებთან, ანგარიშით 5:1? ეს მატჩი არის ნათელი ილუსტრაცია, თუ როგორი გამორჩეული გუნდი იყო "პარტენოპეი".
შედეგი, სტილი, სანახაობა - "სამხრეთელებმა" ეს ელემენტები გააერთიანეს და სერია ა მოიგეს. ამ წარმატებაში არ არსებობს სიტყვა იღბალი, სპალეტიმ ამ ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა სპეციალისტმა.