იტალიური ფეხბურთის სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, სებასტიანო სარნომ, ნაპოლის შესახებ ისაუბრა. მისი ვარაუდით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დარჩება. რაც შეეხება ახალი დამრიგებლის ვინაობას, აურელიო დე ლაურენტისი მთელი ძალებით ცდილობს ანტონიო კონტეს დაყოლიებას.
"კვარაცხელია ნაპოლიში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დარჩება. არ ვიცი მისი გაუმჯობესებული კონტრაქტის დეტალები, თუმცა შემიძლია დავადასტურო, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. "პარტენოპეი" აქტიურად ეძებს ახალი დამრიგებელს და დე ლაურენტისისთვის სასურველ ვარიანტად კონტეს მოყვანა რჩება.
ანტონიომ "აძური" უარით ერთხელ უკვე გაისტუმრა, თუმცა შემდეგ აურელიომ მწვრთნელს სხვა პირობები შესთავაზა. ეს ეხება როგორც გუნდის შემადგენლობის შეცვლას, ისე სხვადასხვა პრივილეგიასაც. იტალიელი ბიზნესმენი ცდილობს თავის თანამემამულე ტაქტიკოსს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას", - განაცხადა სარნომ.