დღეს, ნაპოლი ტორინოს ესტუმრება. სერია ა-ს ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც იტალიური პრესის ცნობით, ახალი დავალება ექნება. ანტონიო კონტეს სურს, რომ ქართველმა ვინგერმა იმოქმედოს მეტოქის საჯარიმოში, რომელუ ლუკაკუს სიახლოვეს. შეიძლება ითქვას, რომ "პარტენოპეის" შემტევი დღეს ფორვარდად ითამაშებს.
იტალიელი მწვრთნელი თვლის, რომ მსგავსი ტაქტიკური გადაწყვეტილებით, ბელგიელი თავდამსხმელი უფრო მარტივად შეძლებს გოლის გატანას, რადგან "ხარების" მცველების ყურადღება მხოლოდ მასზე გადატანილი არ იქნება. ვნახოთ, რამდენად გამოუვათ "სამხრეთელებს" ეს ჩანაფიქრი.
შეგახსენებთ, რომ 13 ტურის შემდეგ, 29 ქულით პირველზე "აძური" არის. შემდეგ მოდის ოთხი გუნდი, 28 ქულით - ბერგამოს ატალანტა, მილანის ინტერი, ფლორენციის ფიორენტინა და რომის ლაციო.