ხვიჩა კვარაცხელიას მამა და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი, ფეხბურთელის თაობაზე საინტერესო განცხადებას ავრცელებენ.
მამუკა ჯუღელი: "ჩვენ ნაპოლის დატოვება გვსურს, მაგრამ ჯერ ევრო 2024-ის დასრულებას უნდა დაველოდოთ. კონტესთან ერთად ნაპოლის დიდი გეგმები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება და სკუდეტოსთვისაც იბრძოლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვიჩას დარჩენა სურს, არა, ამას არ ვგულისხმობ. ახლა კვარა მხოლოდ ნაკრებზე ფიქრობს, მაგრამ ჩვენი მიზანი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. თუ ხვიჩა ნაპოლიში დარჩება, ის ერთ წელს დაკარგავს... ჩვენ ამაზე ვღელავთ."
ბადრი კვარაცხელია: "არ მინდა, რომ ხვიჩა ნაპოლიში დარჩეს. ერთი წლის განმავლობაში გუნდში 4 მწვრთნელი შეიცვალა, რაც საგანგაშოა. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ხვიჩა მიიღებს, მაგრამ ჩემთვის ასეთ გუნდში ყოფნა მიუღებელია. ყველაფერი ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გადაწყდება."
წყარო: სპორტი იმედზე