ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს ბოლო ტურში ნაპოლის მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა! ქართველმა ფეხბურთელმა ეს მიღწევა მილანთან გატანილი შესანიშნავი გოლით აღნიშნა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ანტონიო კონტეს გუნდი შეუჩერებელია — "პარტენოპეი" 10 ტურის შემდეგ, 25 ქულით, პირველ ადგილზე იმყოფება.
ამ სტატიაში გავიხსნებეთ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას მნიშვნელოვან ინდივიდუალურ მიღწევებსა და საგოლე მოქმედებებს, რაც 2022 წლიდან დღემდე დაგროვდა.
ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ში სადებიუტო გოლი პირველივე მატჩში გაიტანა, როდესაც ნაპოლი ჰელას ვერონას გასვლაზე დაუპირისპირდა. შეხვედრა 2022 წლის 15 აგვისტოს გაიმართა. ამ მატჩში კვარამ გოლის გარდა, საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამ მატჩიდან გუშინდელ ტურამდე, ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ში კიდევ 27 გოლის გატანა მოახერხა და 22 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი აიაქსს გაუტანა, როდესაც მისმა ნაპოლიმ გასვლაზე, 1:6 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელს საოცარი პერფორმანსი ჰქონდა და გატანილი გოლის გარდა, საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი, როდესაც გუნდის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა. ამ მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში თამაშის დროს, ბევრი ინდივიდუალური მიღწევა დაუგროვდა. ქართველი ფეხბურთელი სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი 4-ჯერ გახდა, რაც პაულო დიბალასთან ერთად საუკეთესო შედეგია. მსგავსი მიღწევა სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს. რაც შეეხება 2022/23 სეზონს, ქართველი ფეხბურთელი სეზონის MVP გახდა!
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 2-ჯერ დასახელდა, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მთავარი აღიარება მაინც ის არის, რომ ქართველი ვინგერი 2022/23 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლისთან ერთად მხოლოდ ერთი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. ნაპოლი იტალიის ჩემპიონი 2022/23 სეზონში გახდა და ისტორიაში ამ ტიტულს მესამეჯერ დაეუფლა. ქართველმა ფეხბურთელმა სკუდეტოს მოპოვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
სტატიის ბოლოსკენ გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელის მთლიან სტატისტიკას ნაპოლიში:
კრიშტიანუ რონალდუს პერსონის გარშემო საუბრები არ სრულდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული თავდამსხმელის ალბათ ყველაზე ცნობილი ქომაგი, პირს მორგანი, რომელმაც Daily Maily-ის ჟურნალისტთან, ოლივერ ჰოლტთან დიალოგში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჰოლტი - "კრიშტიანუ…
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: მანჩესტერ სიტი vs პარი სენ-ჟერმენი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქ…
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…
ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. "ვფიქრობ, მან სიტ…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…