ემანუელე ჯაკერინიმ კალიარი - ნაპოლის შეხვედრა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაში დასრულდა სტუმრების გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0. ამ მატჩში გამოიკვეთა ის ფაქტი, თუ როგორი სასარგებლო შეიძლება იყოს რომელუ ლუკაკუსა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი. შეგახსენებთ, ბელგიელმა და ქართველმა შემტევებმა ერთმანეთში გოლები და ასისტები გაცვალეს.
"ვერონასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ახლა უკვე აბსოლიტურად განსხვავებულ გუნდს ვხედავთ. კალიარი 66-ე წუთამდე გამოიყურებოდა კარგად, მაგრამ შემდეგ, კვარამ ნაპოლის რეალური სახე დაგვანახა. ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია წარმატების მიღწევა", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა ვინგერმა.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ცხრა ქულით ამ დროისთვის სწორედ "პარტენოპეი" ლიდერობს. პირველ ტურში მარცხის შემდეგ, სამხრეთელებმა მოუგეს ბოლონიას, პარმასა და სარდინიელებს. შემდეგი მეტოქე იქნება ტურინის იუვენტუსი, მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება.