ნაპოლის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოთხოვნა იზრდება და მისით ტოპ ჩემპიონატების ტოპ კლუბები ინტერესდებიან.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, კვარას შეძენა პრემიერ ლიგის გუნდებს სურთ, მათ შორისაა ნიუკასლიც, რომელიც მზადაა მოლაპარაკებები ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დაიწყოს.
ჩვენივე ცნობით, ნიუკასლი კვარას მსურველ კლუბთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და როგორც ვთქვით, ქართველი ფეხბურთელის შეძენას იანვარიშივე შეეცდება.
თავის მხრივ, ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი გაიწელა, მხარეები კვლავ ვერ თანხმდებიან, რის გამოც კვარას გუნდიდან წასვლის შანსები იზრდება.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას შეძენით პსჟ, მანჩესტერი და ბარსელონაც ინტერესდებიან.