ნაპოლის ნახევარმცველმა, სკოტ მაკტომინეიმ თავისი ახალი გუნდის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის ყველაზე ტექნიკური მოთამაშე, ვის გვერდითაც მას უთამაშია. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი უკანახაზელი "პარტენოპეიში" გადმოვიდა გასულ ზაფხულს, მანჩესტერ იუნაიტედიდან.
"სერია ა-ში ტაქტიკურად უფრო დატვირთული თამაშებია, ვიდრე პრემიერ ლიგაში. საჭიროა, რომ ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცოდეს, მოედანზე რას აკეთებს და თანაგუნდელების დახმარება რით შეუძლია. კარიერის მანძილზე მითამაშია არაერთ პოზიციაზე და აქედან გამომდინარე, ახალი ამპლუის მორგება არ უნდა გამიჭირდეს.
არ მიჭირს შეტევაზე ორიენტირება, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გვერდში ასეთი თანაგუნდელები მყავს. შემიძლია ვთქვა, რომ იმ ფეხბურთელებიდან, ვისთანაც მითამაშია, ლუკაკუ ფიზიკურად ყველაზე ძლიერია, კვარა კი ყველაზე ტექნიკური. ის ამ მხრივ ყველაზე მეტად არის დაჯილდოებული", - განაცხადა სამხრეთელთა შუახაზელმა.