სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ლივერპული-პარი სენ-ჟერმენის საოცარი მატჩი, სადაც მძიმე ბრძოლაში გამარჯვება პარიზულ გუნდს დარჩა. ლუის ენრიკეს ბიჭებმა პენალტების სერიაში მერსისაიდელებს აჯობეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა მოახერხეს.
ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის თამაშიც Sofascore-ზე 7.9 ქულით შეფასდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, ქართველი ფეხბურთელის თაობაზე არაერთი საინტერესო გამოხმაურება გავრცელდა:
"კვარაცხელია ყველა მწვრთნელისთვის საოცნებო ფეხბურთელია. იშვიათია ასეთი კარგი მოთამაშე"
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია. მისი დამატება შეგვეძლო და ეს არ გავაკეთეთ. წარმოიდგინეთ გუშინ ის, რომ გვყოლოდა დიოგუ ჟოტას ადგილას..."
"კვარას სახით პარიზულმა კლუბმა დიდი ვარსკვლავი დაიმატა. ის, ბარკოლა, დემბელე და დუე — ლუის ენრიკეს საოცარი შეტევა ჰყავს"
"ვის აღარ უთამაშია ნაპოლის მაისურით და ვინ არ წასულა გუნდიდან, მაგრამ კვარაცხელიას გაყიდვას, აურელიო დე ლაურენტისს არასდროს ვაპატიებ"
"ყველა იმაზე საუბრობს, რომ ნუნუ მენდეშმა მო სალაჰი გაანეტრიალა — დიახ, ეს ასე იყო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ დაცვაში როგორ იმუშავა, ეს ყველამ ნახეთ ხო? შემტევი ფეხბურთელისგან ასეთ პერფორმანსს ხშირად ვერ ნახავთ"
"ბარკოლას და დემბელე ორი 100%-იანი მომენტი ჰქონდათ და მათ რომ გაეტანათ, საქმე პენალტებამდე არც კი მივიდოდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ორი პასით, მთლიანი ლივერპულის დაცვა გააქრო"
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები
გასულ უქმეებზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2026 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ბოლო ორი ეტაპი ჩატარდა და ჩემპიონი გამოვლინდა. მე-4 ეტაპის წინ, სატურნირო ცხრილში პირველ სამ ადგილს შორის სხვაობა თითო ქულა იყო და ჩემპიონობის თეორიულ შანსს საერთო ჯამში 11 მრბოლელი ინარჩუნ…
1990-იანი წლების დასასრული და 2000-იანების დასაწყისი - დრო, როდესაც ევროპულ ფეხბურთში დომინირებდნენ ვისენტე დელ ბოსკეს რეალ მადრიდი, ოტმარ ჰიცფელდის ბაიერნ მიუნხენი და სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი. საუკეთესო ლიგა ჰქონდა კალჩოს, “გრანდობას” კი უწინასწარმეტყველებდნენ ი…
სერია A-ს მე-6 ტურის მორიგი მატჩი მაპეიზე გაიმართა, სადაც სასუოლომ მილანს უმასპინძლა. მაყურებლებმა საკმაოდ მოსაწყენი შეხვედრა იხილეს, სადაც გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს. საბოლოო ჯამში, სასუოლომ და მილანმა ქულები გაიყვეს. სასუოლო 1-1 მილანი გოლები: 0-1 ადრიენ რაბიო 63…
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმი არენაზე შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ ფრთხილი იყო და რეალური მომენტები არცერთი გუნდის კართან არ იქმნებოდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბათუმი გააქტიურდ…
პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც ლივერპულმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა. ენცო მარესკას გუნდმა მორიგი ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. "ქალაქელების" საოცარი სვლა გვრძელდება - სიტიმ ექვსიდან ექვსი მატჩი მოიგო და ჩემპიონატს 1…
ოფიციალურად: კლარენს ზეედორფი კორინთიანსის მთავარი მწვრთნელია! ბრაზილიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა. ზეედორფი ბოლოს კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყ…
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის რიგით მე-17 გრან პრის სინგაპურმა უმასპინძლა, სადაც პირველობა კვლავ არავის დაუთმო მაქს ფერსტაპენმა! ნიდერლანდელმა მრბოლელმა ტოპ პერფორმანსი აჩვენა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. რბოლაში მეორე ადგილი შარლ ლეკლერმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე…