უდინეზეს დამარცხების შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეის" ტრავმის გამო წლის ბოლომდე გამოაკლდა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ადგილი ძირითად შემადგენლობაში დავიდ ნერეშმა დაიკავა.
"ნერეში უკვე ხუთი თვეა, რაც ნაპოლიში თამაშობს. მას ხშირ შემთხვევაში ვამჯობინებდი პოლიტანოსა და კვარაცხელიას, თუმცა მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ დავიდის შემოყვანით, შეტევის გაძლიერების შესაძლებლობა მქონდა. ბოლო თვეების მანძილზე მის თამაშში დიდი პროგრესი შეინიშნება. ბრაზილიელი ვინგერი "პარტენოპეისთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ჩვენი გუნდის ახალწვეული გარემარბი საქმეს ეკიდება სერიოზულობით და დაუღალავად შრომობს. კვარაცხელიას არყოფნაში კი საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების მეტი შანსი ექნება", - განაცხადა იტალიელმა ტაქტიკოსმა თავისი გუნდის მე-7 ნომრის შესახებ.