ლივერპულის ყოფილმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა, მოჰამედ სალაჰის შემცვლელი დაასახელა. ვეტერანმა არჩევანი გააკეთა ნაპოლისა და ნიუკასლის ვინგერებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ენტონი გორდონს შორის. არსებობს მოსაზრება, რომ ეგვიპტელი ფორვარდი მერსისაიდში თავის ბოლო სეზონს ატარებს და საუბრები მისი შემცვლელის შესახებ სწორედ აქედან მოდის.
"გორდონს ნიუკასლში მძიმე სტარტი ჰქონდა, თუმცა დღეს ის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მინდა გამოვარჩიო ის ფაქტი, რომ ბავშვობაში ენტონი ლივერპულის ქომაგი იყო და გუნდში მსგავსი მოთამაშის მოყვანა ყოველთვის კარგია. რაც შეეხება კვარას, ისიც უმაღლესი დონის შემსრულებელია, მან ეს უკვე დაამტკიცა.
რომელს ავირჩევ ხვიჩასა და ინგლისელ გარემარბს შორის? - ალბათ მეორეს, იმის გათვალისწინებით, რომ მან ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს პრემიერ ლიგაში თამაში. აქ ბევრი ვარსკვლავი გადმოსულა ისეთი, რომელიც ვერ ათამაშდა და აქედან გამომდინარე, ქართველი ვინგერის ტრანსფერი რისკია, "კაჭკაჭების" შემტევის კი - ნაკლებად", - განაცხადა ყოფილმა გერმანელმა შუახაზელმა.