შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დარკო იევტიჩმა ერთმანეთს მოჰამედ სალაჰი და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა. მას სხვადასხვა დროს ორივე ფეხბურთელის გვერდით უთამაშია. შვეიცარელი შუახაზელი ეგვიპტელ ფორვარდთან ერთად თამაშობდა ბაზელში, ქართველ ვინგერთან ერთად კი - ყაზანის რუბინში.
"მხოლოდ ნიჭით თუ ვიმსჯელებთ, კვარაცხელია პირველ ადგილზეა მათ შორის, ვის გვერდითაც მითამაშია. სისწრაფე? - ეს არის ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც სალაჰი ხვიჩას აღემატება. ვუსურვებ, რომ მას მსგავსი კარიერა ჰქონდეს. ის ნაპოლის იდეალურად მოერგო, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა სხვა კლუბში გადასვლის დროა.
ქართველი გარემარბი ნებისმიერ ტოპ გუნდში ითამაშებს. ის მომწიფდა ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა არ ვიცი, თუ როდის შედგება "პარტენოპეიდან" მისი წასვლა", - განაცხადა რუსული კლუბის შუახაზელმა.
შეგახსენებთ, "აძურის" ვინგერის სახელს უკავშირებენ ბარსელონასა და პარის სენ-ჟერმენს, მაგრამ მისი ამჟამინდელი კლუბი მოთამაშის გაყიდვას არ ჩქარობს.