Daily Mail-მა გამოაქვეყნა სერია ა-ს ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელების სია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია და საბა გოგლიჩიძეც ფიგურირებენ. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ნაპოლის ლიდერი მოუხდებოდა ლივერპულს, არსენალს ან მანჩესტერ იუნაიტედს, ემპოლის უკანახაზელი კი ვესტ ჰემს, ვულვზსა და იფსვიჩს.
"ბრაიტონი არის გუნდი, რომელმაც კვარაცხელიაზე დაკვირვება სხვებზე ადრე დაიწყო. როგორც შემდეგ დავინახეთ, ახალგაზრდა გარემარბი გადავიდა ნაპოლიში, რადგან ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა უფრო მეტი იყო. ხვიჩამ არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, არამედ სკუდეტოც მოიგო.
დღეს, ქართველი გარემარბი სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. პრემიერ ლიგის გუნდებიდან ის მოუხდებოდა ლივერპულს, არსენალსა და მანჩესტერს. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ის ძალიან გამოადგებოდა პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდებს: ვესტ ჰემს, ვულვზს ან იფსვიჩს", - წერს Daily Mail-ი.