გავლენიანი იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ნაპოლი და სკოტ მაკტომინეი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. როგორც ცნობილი ხდება, შოტლანდიელი ფეხბურთელი ახალ 4-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის €7 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.
აურელიო დე ლაურენტისის პოზიცია ამ მომენტისთვის ასეთია — კლუბი მზადაა, შოტლანდიელს ახალი 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა მაქსიმალური ხელფასი, რომლის გადახდაც "პარტენოპეის“ შეუძლია, €5-5.5 მილიონია.
ამ მომენტისთვის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სიტუაცია უახლოეს კვირებში შეიცვალოს.
იტალიაში ბევრი გამოცემა მაკტომინეის შემთხვევას ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ამბავს ადარებს და მიიჩნევს, რომ დე ლაურენტისი კლუბის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.


















