ნაპოლის მთავარი ლიდერს სკოტ მაკტომინაის გულის კეთილსთივსებიანი არითმია აქვს და ბოლო დღეებია, ექიმების გამოკვლევის ქვეშაა.
მას მსუბუქი არითმია აქვს და საგანგაშო არაფერია, უბრალოდ ოპერაცია აუცილებლად სჭირდება, რის გამოც შოტლანდიელი ნახევარმცველი ნაპოლის დიდი ხნით გამოაკლდება.
მაკტომინაი ოპერაციას უახლოეს დღეებში გაიკეთებს და იტალიური პრესის ცნობით, ის ვარჯიშს დაახლოებით 40 დღეში განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ მაკტომინაი ბოლო სეზონებში ნაპოლის მთავარი ლიდერია, ის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.












